რაც არ უნდა გაწმინდონ, მაინც მოვალთ, ეს ქვეყანა არის ჩვენი - ელენე ხოშტარია
მაინც მოვალთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
„გული მწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ემსახურებიან რუსეთს, რუსულ არჩევნებს, პუტინის დაკვეთას, ერთადერთი რამის გამო, რომ ხელფასს აძლევენ, ივანიშვილი უხდის ხელფასს. რაც არ უნდა გაწმინდონ, მაინც მოვალთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეების, რომლებსაც უნდათ ევროპა და არა რუსეთი და არა მონება, რომლებიც მზად არიან მერიის სამსახურს უკან გამოყვნენ ნიღბებით, ვითომ ქუჩა აქვთ გასაწმენდი. მაინც ჩვენ მოვიგებთ იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენკენ. უმრავლესობა საქართველოში არის ევროპის მხარეს და ესენი ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის, სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.