ივანიშვილის ხალხის ეშინია, თუმცა ხალხს არც ივანიშვილის ეშინია და არც სპეცრაზმის - ირაკლი კუპრაძე

19.11.24 08:00
ივანიშვილის ხალხის ეშინია, თუმცა ხალხს არც ივანიშვილის ეშინია და არც სპეცრაზმის - ირაკლი კუპრაძე

ივანიშვილის ხალხის ეშინია, თუმცა ხალხს არც ივანიშვილის ეშინია და არც სპეცრაზმის - ამი შესახებ ჭავჭავაძის გამძირზე მყოფმა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ის და მისი მეგობრები ასად წავსლას არ აპირებენ და ქვეყნის დასაცავად ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა. 

ივანიშვილის ხალხის ეშინია, თუმცა ამ ხალხს არ ეშინია ივანიშვილი. ეს ხალხი არ არის ის ხალხი, რომელთაც თუნდაც სპეცრაზმის ეშინია და გარბის, პირიქით, ჩვენ გამოვრბივართ იქ, სადაც ქვეყანა არის დასაცავი, ამიტომ მე და ჩემი მეგობრები ვდგავართ აქ", - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის, სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.