აქციაზე დაკავებულები: პოლიციამ იძალადა, დედა გვაგინა
აქციაზე დაკავებულები ჰყვებიან, რომ პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს - სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ნათია ძიძიგური, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ამბობს, რომ დაკავებისას მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"მანქანაში დედაზე შემაგინეს, მანქანაში ძალის გამოყენებით ჩამსვეს"- აცხადებს ის.
პოლიციამ თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა - სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.