ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები "ოცნებასთან" - აუსტრევიჩუსი

19.11.24 11:50
ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები "ოცნებასთან" - აუსტრევიჩუსი

მხოლოდ ფინანსური დახმარების გაყინვა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები მათთან ("ოცნებასთან") - ამის შესახებ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ჩვენ ვხვდებით საქართველოს ე.წ. "არჩეულ" პარლამენტის წარმომადგენლებს - ამბობს აუსტრევიჩუსი. 

ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით და გამოსავალიც უნდა ვიპოვოთ. ერთ მაგალითს შეგახსენებთ, როდესაც ვიქტორ ორბანი ინდივიდუალუი ვიზიტით საქართველოს დედაქალაქში ჩავიდა და [არჩევნების] შედეგებს დემოკრატიული უწოდა. ეს ევროკავშირის პოზიცია არაა და სამწუხაროდ, უნგრეთის პრემიერი ცუდად მოიქცა - რეზოლუციაში, რომელსაც მომავალ კვირას მივიღებთ, ეს ცხადად უნდა დავაფიქსიროთ. 

მე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ჩვენ ვხვდებით საქართველოს ე.წ. "არჩეულ" პარლამენტის წარმომადგენლებს. თქვენ შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?! აქედან გამომდინარე, მხოლოდ  ფინანსური დახმარების გაყინვა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური კონტაქტები მათთან და კავშირი მხოლოდ არჩეულ პარტიებთან გვქონდეს", - განაცხადა აუსტრევიჩუსმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.