"ოცნება": პრეზიდენტის სარჩელი ხელს არ შეგვიშლის

19.11.24 15:07
"ოცნება": პრეზიდენტის სარჩელი ხელს არ შეგვიშლის

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის სარჩელი პარლამენტის პირველ სხდომაში ხელს ვერ შეუშლის.

"აღნიშნულ სარჩელს არაფერი არ შეუძლია. პარლამენტი შეიკრიბება, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი დამტკიცდება“ - ამბობს ივანიშვილის გუნდის წევრი. 

განცხადება პარტიის ლიდერმა იმ დროს გააკეთა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ზურაბიშვილის სარჩელის დარეგისტრირების შესახებ განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

მეტიც, დედაქალაქის მერი პრეზიდენტს "აგენტს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს. 

"ჩვეულებრივი სისულელეებია, ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ"- ამტკიცებს კალაძე. 

"ოცნების"  ლიდერი სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა, რომ „აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“, "თანამდებობის შენარჩუნების მცდელობად" შეაფასა. 

 მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი

მიზანი არის მარტივი, როგორმე ქვეყანა და ქვეყნის იმიჯი დააზიანოს. ის უბრალოდ არის გავლენების ქვეშ მოქცეული ადამიანი, მას ჰყავს პატრონები. როდესაც ხარ აგენტი შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო. კითხვის დასმის უფლებაც კი არ გაქვს"- თქვა კახა კალაძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართვის შესახებ გუშინ განაცხადა. სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობის და საყოველთაოობის დარღვევა.

მსგავსი სიახლეები