ხელისუფლების ძალადობრივი ნაბიჯები საპროტესტო მუხტს მხოლოდ აძლიერებს - ირაკლი კუპრაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დილით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ პროტესტის მუხტი მხოლოდ გააძლიერა. მისი თქმით, ბრძოლა იქნება გრძელვადიანი, თუმცა ის აუცილებლად მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება.
ახლა ბევრად მეტი ადამიანი დგას, ვიდრე დილის 6 საათზე, როცა დარბევა დაიწყო. შესაბამისად, ასეთი ძალადობრივი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს პროტესტის მუხტს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. გჭირდება მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი ბრძოლა, მოთმინება, - ამბობს კუპრაძე.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.