ის, რაც დილით ვნახეთ, უღირსობაა - ელენე ხოშტარია

19.11.24 15:30
ის, რაც დილით ვნახეთ, უღირსობაა - ელენე ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ხალხის და სიმართლის ეშინია. მისი თქმით, დღევანდელი აქციის დარბევა პოლიციის მხრიდან "უღირსობა" იყო.  

ხელისუფლებას ეშინია ხალხის, ეშინია მოქალაქეების, ეშინია სიმართლის. სწორედ ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს ისევ ევროპულ გზას, დააბრუნებს დემოკრატიას, დააბრუნებს ღირსებას, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ დღეს დილით ვნახეთ, უღირსობაა, არ შეეფერება ჩვენს ქვეყანას, - ამბობს ხოშტარია.

საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო. 

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.