კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ეშინია რუს ოლიგარქ ივანიშვილს ქართველი ხალხის - სოფო ჯაფარიძე
დილით კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მორაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დანებებას არავინ აპირებს და არცერთი ნაბიჯი უკან გადადგმული არ იქნება.
ჩვენ დილას კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის. ხალხი, რომელსაც მოპარეს არჩევნები. ვერ შეგვაშინებენ, არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, ყველა ნაბიჯი იქნება წინ, წინ ევროპისკენ, წინ მოპარული არჩევნების დაბრუნებისკენ, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.