პოლიცია "რუსული ომონი" გახდა - გიგი უგულავა

19.11.24 17:12
პოლიცია "რუსული ომონი" გახდა - გიგი უგულავა

გიგი უგულავას პოლიციის დღევანდელმა მოქმედებამ "რუსული ომონი" გაახსენა - ოპოზიციონერი ამბობს, რომ დღეს საზოგადოებამ გომელაურის უწყების წარმომადგენლების სიმხეცე იხილეს.

სწორედ ამიტომ, ვინც ამ ძალადობასთან შეგუებას არ აპირებს, უგულავა დღეს 7 საათზე მელიქიშვილის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებს. 

ჩვენ ყველამ დღეს ვნახეთ, როგორ ბრუტალურად და მხეცურად მოქმედებდა პოლიცია. ეს არის ჩვეულებრივი რუსული ომონი. აღარაფერი ამას აღარც ქართული, აღარც ეროვნული და არც ფორმის არარ ცხია. ჩვენი პროტესტი გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს, 7 საათზე, აი აქ მელიქიშვილზე შევიკრიბოთ და მომდევნო სამოქმედო გეგმა დავსახოთ", - ამბობს გიგი უგულავა. 

ცნობილია, რომ ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს.

ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.