პოლიცია დაშინების მიზნით გამოიყვანეს. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა! - სააკაშვილი
“დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. პოლიცია დაშინების მიზნით გამოიყვანეს. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გამოვა.
სააკაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მთავრობისთვის გამოყოფილი ფულის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართებაზე, უპრეზედენტოს უწოდებს.
დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!
ევროკავშირმაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთავრობისთვის გამოყოფილ ფულის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადამისამართდება გამოაცხადა.
ახლა ქართველი ხალხის ორგანიზებულობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოვა“, - წერს სააკაშვილი.