"გაატარეთ უმკაცრესი ზომები" - ევროპარლამენტარები "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

19.11.24 21:26
"გაატარეთ უმკაცრესი ზომები" - ევროპარლამენტარები "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

 

არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად "ოცნების" ხელისუფლება ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა იმ დროს გამოაცხადა, როცა ევროპარლამენტარები საქართველოს მიტაცებულ არჩევნებზე მსჯელობდნენ. ბრიუსელი არჩევნების გაყალბების მაშტაბით გაოგნებულია და მოქმედებაზე გადადის. ივანიშვილის გუნდი უკვე გამოაცხადეს არალეგიტიმურ ძალად, რომელიც ქვეყანას ევროკაშირში ვერასდროს შეიყვანს.

ევროპარლამენტარები უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადებიან. იქამდე კი, ყველა ფორმატის გამოყენებით ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ გაძლიერონ წნეხი და სრულად გაწყვიტონ პოლიტიკური კავშირები, გაყინონ ფინანსური დახმარება და ითანამშრომლონ მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკურ პარტიებთან.

არჩევნების ლეგიტიმურად აღირება პარტნიორებს უჭირთ, რადგან არჩევნების დღეს დაფიქსირებულ საარჩევნო თაღლითობაზე თვალს ვერავინ დახუჭავს. იქამდე, სანამ საერთაშორისო გამოძიება არ ჩატარდება და არ დადგინდება რუსული ჩარევის კვალი, "ოცნების" მთავრობის ლეგიტიმაცია სულ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ბრიუსელიდან ევროპელი პოლიტიკოსები ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვენნ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.