დადასტურდა - უნივერსიტეტი სპეცრაზმის თავშესაფარი იყო - პირველების ექსკლუზიური კადრები
დადასტურდა ის, რისი ეჭვი მთელი დღე არსებობდა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეცრაზმის თავშესაფარი იყო.
ცოტა ხნის წინ "პირველებმა" გადაიღო ექსკლუზიური კადრები, როგორ ტოვებენ უნივერსიტეტის შენობას ნიღბიანი პირები, არადა თსუ-ს ადმინისტრაცია მთელი დღე ამტკიცებდა, რომ რექტორ ჯაბა სამუშიას უნივერსიტეტი საპოლიციო ძალებისთვის არ დაუთმია.