უნივერსიტეტი სადამსჯელო ოპერაციის ბაზად გადაიქცა - დათა თავაძე

19.11.24 20:27
უნივერსიტეტი სადამსჯელო ოპერაციის ბაზად გადაიქცა - დათა თავაძე

 

 

ვნახეთ, როგორ გადაიქცა უნივერსიტეტი სადამსჯელო ოპერაციის ბაზად, - ამის შესახებ რეჟიროსი დათა თავაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ეს დაწესებულება სტუდენტებს იცავდეს, ახლა მთავარი საფრთხის შემფარებლად იქცა.

დღეს ჩვენ ვნახეთ კულტურის მთავარი  სიმბოლო - უნივერსიტეტი როგორ გადაიქცა სადამსჯელო ოპერაციის ბაზად. იმის მაგივრად, სტუდენტებს იცავდეს ეს დაწესებულება, თურმე ყოფილა მთავარი საფრთხის შემფარებელი, - ამბობს დათა თავაძე. 

პოლიციამ უკან დაიხია. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ისევ ჭავჭავაძს გამზირზე დაბრუნდნენ.