ხელისუფლება დიქტატურას იფორმებს - სოფო ბათილაშვილი
ხელისუფლება დიქტატურას იფორმებს, - ამის შესახებ მომღერალი სოფო ბათილაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ცხადია, რომ "ოცნების" ძალადობრივი დარბევები საზოგადოებაში უკურეაქციას იწვევს და აქციაზე იმაზე მეტი ხალხი გამოდის, ვიდრე იქამდე.
"ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე" - ამბობს მომღერალი.
დღითიდღე დიქტატურას იფორმებენ და ახლა გადავიდნენ იმაზე, რომ პატარ-პატარა აქციებს არბევენ , მაგრამ როგორც ვხედავთ, დაარბევენ 10 კაცს, გამოდის 100 კაცი, დაარბევენ 100 კაცს, გამოვა 1000 კაცი და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოვიპოვებთ თავისუფლებას და გამარჯვებას, - ამბობს სოფო ბათილაშვილი.
პოლიციამ უკან დაიხია. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ისევ ჭავჭავაძს გამზირზე დაბრუნდნენ.