ვაშაძე პოლიციას: დაგვიბრუნეთ გატაცებული ტექნიკა
ჭავჭავაძის გამზირზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძეს პოლიციას მიმართა და მათ მიერ გატაცებული ტექნიკის დაბრუნება მოსთხოვა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა აქციის დარბევის დროს მათი პიკაპები გაიტაცა, რომელშიც აქციებისთვის საჭირო ტექნიკა ჰქონდათ განთავსებული.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ პოლიცია გააფრთხილა, არ დაუპირისპირონ ძალა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს.
მინდა, მივმართო პოლიციას: აბსოლუტურად უკანონოდ გუშინ აქედან გაიყვანეს, იქ პარკინგზე იდგა ჩვენი პიკაპები, სადაც იყო დატვირთული ტექნიკა, რომ როცა დავინახეთ, რომ პოლიცია მოდიოდა, ჩვენ ავაგროვეთ ეს ყველაფერი, რომ დაგვებინავებინა, რომ შემდგომში გამოვიყენოთ. ახლა ეს ტექნიკა და ეს პიკაპები არის უკანონოდ გდდ-ს ბაზაზე სადღაც , როგორც გვითხრეს, პეპელას ტერიტორიაზე. ვითხოვთ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ტექნიკა, იმიტომ, რომ ეს არის უკანონო ქმედება და ეს უკანონობა უნდა იყოს აღკვეთილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშიდობიან დემონსტრანტებს ნუ უპირისპირებთ ძალას. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხი, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.