თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები - ზურაბ ჯაფარიძე

19.11.24 21:14
თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები - ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მათთან ერთად აქციაზე გავიდეს, რადგან მიიჩნევს, რომ დღეს შუაში დგომა არ არსებობს.

ჯაფარიძის თქმით, “ან ხარ აქტიური და იბრძვი, ან თუ ხარ პასიური სისტემას ეხმარები.“

“ერთ მხარეს არის რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს კი კუნთები და პრემიები“, - ამბობს ის.

დღეს შუაში დგომა არ არსებობს. ან ხარ აქეთ და იბრძვი, ან თუ ხარ პასიური სისტემას ეხმარები. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქვეყანში ცხოვრობს არის პასუხისმგებელი სად წავა ეს ქვეყანა, რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენ შვილებს. არჩევანი ორია- ან ხარ აქტიური და იბრძვი, ან თუ არადა სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებსაც აქვს რწმენა, რომ ამ ქვეყნიდან რამე გამოვა, რომელსაც სჯერა თავისუფლების. ერთ მხარეს არის რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს კი კუნთები და პრემიები, შინაარსისგან დაცლილია. შეუძლებელია კუნთებმა და პრემიებმა, რწმენას და თავისუფლების სიყვარულს მოუგოს. არ გაჩერდეთ, არცერთი წამით. თქვენ ხართ ბოლო ბასტიონი თავისუფლების ამ ქვეყანაში, ვინც კიდევ ინარჩუნებს რწმენას, რომ რაღაც გამოვა “, - განაცხადა ჯაფარიძემ.