ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა - ნიკა მელია

19.11.24 21:54
ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა - ნიკა მელია

ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მთავარი ძალა, რომელიც არ აქვს ხელისუფლებას, სიმართლეს და ღირსებასთან ერთად, არის სიმრავლე.

ერთადერთი მთავარი ძალა, რომელიც არ აქვს ხელისუფლებას, სიმართლეს და ღირსებასთან ერთად არის სიმრავლე. ჩვენ, კონკრეტულ დღეებში, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ნახევარი წარმატება მიღწეულია, ვიქნებით თბილისის ქუჩებში და ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა.

არცერთ ჩვენთაგანს დაპირისპირება არ უნდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ "ბევრჯერ დადასტურებულა, სხვა ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების და მის წინა ხელისუფლების პირობებშიც, თბილისი გამოდის და ძალიან მტკივნეულად, ძალიან ემოციურად და ძალიან სამართლიანად რეაგირებს, როცა ფიზიკურად ძალადობს პოლიცია, ან პოლიციის მაგვარი ადამიანები, ან უბრალოდ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ხალხი".

როცა თქვენ დაინახეთ, რომ ბავშვებზე, დედებზე, ქალებზე ისინი რაოდენობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფები ძალადობდნენ დილის 7:00 საათზე, რამდენი დედა, მამა, ბებია და ბაბუა გამოხვედით დღეს აქ, ჭავჭავაძის გამზირზე, ასე იქნება მომავალშიც გამარჯვება მოპოვებული! ეს იყო "მინი" პროექტი, რომელიც თვალნათლივ დავინახეთ ყველამ, რომ თუ ძალიან, ძალიან, ბევრი ვიქნებით, რაზეც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, ხელისუფლება მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩიდან კი არ დაიხევს უკან, უკან დაიხევს ხელისუფლებიდან, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ქუჩაში, რადგან ჩვენ არ ვართ სპეცრაზმელები, გაწვრთნილი ხალხი, რომლებიც ყაზარმაში ცხოვრობენ, ავარჯიშებენ, რომ მოქალაქეებს გაუსწორდნენ, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლების წყურვილით ვართ ანთებული“, - განაცხადა მელიამ.