“ოცნებას“ მოუწევს უკან დახევა - ზურა ჯაფარიძე სამ სტრატეგიულ ხაზს ასახელებს
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ბძოლის სამ სტრატეგიულ ხაზს ასახელებს და ამბობს, რომ მისი შესრულებით, “ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს.
ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
“საბოლოო ჯამში აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ მათ მოუწევთ უკან დახევა“, - ამბობს ის.
ბრძოლის გზა არის შემდეგი - არის სამი სტრატეგიული ხაზი, პირველი, არ მოხდეს ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იმ ჯგუფების მიერ, რომლებმაც რეალურად მოიგეს არჩვენები. მეორე ეს არის საგარეო ლეგიტიმაციის არ დაშვება და მესამე კი, ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის არ დაშვება. ის რომ ამდენი ხალხი, ამდენი დღეა გამოდის ქუჩაში, ეს არის ნიშანი, რომ ხალხი არ აძლევს მათ ლეგიტიმაციას. ბრძოლის გზა არის ეს სამი, ასე უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ მათ მოუწევთ უკან დახევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.