ნიკა გვარამია: როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს

19.11.24 22:16
ნიკა გვარამია: როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს

თსუ-ს ისტორიაში პირველად უნივერსიტეტმა თავშესაფარი მისცა მარბიელ რაზმს, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად მისივე სტუდენტები დაარბია - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ აქციაზე განაცხადა. 

"სირცხვილი და „თავის მოჭრა“, გადადგომა თსუ-ს ხელმძღვანელობას! - თქვა გვარამიამ. 

ამასთან, ოპოზიციის ლიდერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ როგორც დაიბრუნეს პირვანდელი თავშესაყარი, ისე დაინრუნებებ სამშობლოს:  

  • როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში. როგორც მოვედით აქ, ისე მივალთ ევროპაში"- თქვა მან. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასრულებს ისტორიულ ფუნქციას. ის განცხადებებს აკეთებს და გადაწყვეტილებები გამოაქვს ორი რესპუბლიკის სახელით, პირველი - 1918-1921 წლის რესპუბლიკის, როდესაც მის წინაპრებს რუსებმა წაართვეს დამოუკიდებელი სამშობლო და მეორე - ახალი ქართული რესპუბლიკის, როდესაც უკვე მას და ჩვენც რუსები გვართმევენ ჩვენს დამოუკიდებელ სამშობლოს. დიდი მადლობა მას მისი განცხადებისთვის, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, ხელახალი არჩევნები, მეტი გამოსავალი არ არსებობს და ვერც იარსებებს!

ლექტორები, რომლებიც ამ სიტუაციას მდუმარებით ხვდებიან, სტუდენტები, რომლებიც ამას პროტესტის გარეშე ხვდებიან, თსუ-ს ისტორიაში პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავშესაფარი მისცა იმ მარბიელ რაზმს, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად მისივე სტუდენტები დაარბია. სირცხვილი, თავის მოჭრა, გადადგომა თსუ-ს ხელმძღვანელობას”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.