მეთიუ მილერი საქართველოზე: სხვა სათანადო პოლიტიკური ქმედებები იქნება
მორიგი კრიტიკული განცხადება შტატებიდან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, "საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ".
ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ გრძელდება, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ გადახედვის ფარგლებში. ამიტომ, ის, რომ ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეა, არ ნიშნავს, რომ არაფერი ხდება.
ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამის ფარგლებში და გავაგრძელებთ სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც", - განაცხადა მილერმა.