აქციის მონაწილეები საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გიგანტური მონიტორი დაამონტაჟეს - აქციის მონაწილეები საქართველო-ჩეხეთის მატჩს ადევნებენ თვალს და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებენ.
ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.