თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.
თეა წულუკიანი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.