მშვიდობიან აქციაზე სავარაუდოდ ე.წ. პროვოკატორები შეუშვეს - აგრესიული კაცები პოლიციას აქტივისტებმა გადასცეს
ხმაურია ამ წუთებში თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. "პირველების" კორესპოდენტის თქმით, მაშინ როდესაც აქციის მონაწილეები დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩს თვალს ადევნებდნენ, აქციის მონაწილეებთან აგრესიული მოქალაქეები მივიდნენ და მათი მისამართით გინება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყეს.
აგრესიული პირები პოლიციას აქტივისტებმა თავად მიუყვანეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცები ტერიტორიიდან გაიყვანეს. უცნობია, განარიდეს თუ დააკავეს აღნიშნული პირები.
ეს არის მათი კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედება იმის გამო, რომ აქ ჩვენი ზღუდეები არ გვაქვს. ამით უნდათ ისარგებლონ, მაგრამ ერთად ვდგავართ. ყველა გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ვეცდებით, ჩვენი პროტესტი იყოს მყარი. საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ლედერები შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ პროვოკაციულ ფაქტებს, რადგან, როგორც ჩანს, ისინი პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან“, - განაცხადა "ტვ პირველთან" ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.