პოლიციის მობილიზება ჭავჭავაძის გამზირზე - აქტივისტები დარბევას არ გამორიცხავენ

20.11.24 05:38
პოლიციის მობილიზება ჭავჭავაძის გამზირზე - აქტივისტები დარბევას არ გამორიცხავენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ადგილზე გომელაურის უწყების თანამშრომელთა უპრეცედენტო მობილიზებაა. აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ  ვაკის პოლიციასთან და ვარაზის ხევში საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება. 

რამდენიმე წუთის წინ, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს. 

სავარაუდოდ, ალბათ, ისევ დაიწყებენ დარბევას. ვხედავთ, რომ არის გადაადგილებები. მთავარია, რომ ყველანი ერთად ვართ. მთავარი პრინციპი ნომერი ერთი არის, რომ არ ვაჭერინებთ ხალხს. ელენე ხოშტარიაც აქ არის ზურაბ ჯაფარიძეც. თუ მოვლენ და გვეტყვიან, რომ რაღაც დრო გვაქვს, ჩვენ ჩვენს დროს შევთავაზებთ, რამდენი ხანი გვჭირდება, რომ მოვწესრიგდეთ“, - თქვა რამდენიმე წუთის წინ, გიორგი ვაშაძემ.

საპოლიციო ძალების მობილიზების მიზეზის გარკვევას შეეცადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშძტარია, თუმცა როგორც მან მომიტინგეებს უთხრა, სამართალდამცველისგან ვერაფერი გაიგო. 

შეგახსენებთ, თბილისში ბოლო რამდენიმე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.  19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალეს და 16 მათგანი დააკავეს.