"ოლიგარქს ნერვებმა უმტყუნა" - შსს აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გახსნისთვის 15- წუთიან ვადას აძლევს

20.11.24 05:56
"ოლიგარქს ნერვებმა უმტყუნა" - შსს აქციის მონაწილეებს  გზის სავალი ნაწილის გახსნისთვის 15- წუთიან ვადას აძლევს

თსუ-ს მიმდებარედ ნიღბიანები გამოჩნდნენ - გომელაურის უწყების თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად. 

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შსს-ის მაღალჩინოსანს 40 წუთიანი დრო სთხოვა, რადგან მისი თქმით, დემონსტრანტები საკმარისზე მეტნი არიან. 

მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ", - განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

ოპოზიციის ლიდერების შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა". როგორც ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველს" უთხრა, ისინი ხელისუფლებას პროვოკაციის საშუალებას არ მისცემენ და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლებენ.