როდის არღვევდა შსს კანონს?- სირაძეს პასუხი არ აქვს
ნიღბიანები მელიქიშვილის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებენ - გომელაურის უწყების თანამშრომლები მშვიდობიან მომიტინგეებს ქუჩა-ქუჩა დაჰყვებიან.
უწყების არცერთი მაღალჩინოსანი ვერ პასუხობს კითხვას, სანამდე აპირებენ სდიონ მომიტინგეებს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: საქართველო, საქართველო!
დავღლით მათ, ჩვენ არ დავიღლებით! - ამბობს ელენე ხოშტარია.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი შეეცადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელსგან მიეღო პასუხი, როდის არღვევდა კანონს შსს, მაშინ, როცა მომიტინგეებს ღამის გათევის საშუალება მისცა თუ ახლა, როცა ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს.
ვაჟა სირაძის თანახმად, პროტესტის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და დაუშვებელია ის თავის ჩარჩოებს გასცდეს.
კამათში აღარ შემოვდივარ თქვენთან. კანონი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვასრულებთ კანონით მონიჭებულ უფლებას. შეგვიძლია წავიკითხოთ კანონი და ვნახოთ, რისი უფლება აქვთ მათ და რისი - არა. პროტესტის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს ამ პროცესში გარკვეული შეზღუდვები", - განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.