აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს - გომელაურის უწყების თანამშრომლები ტერიტორიას ტოვებენ
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს - პოლიციამ კი ჭავჭავაძის გამზირი მშვიდობიანი მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მას შემდეგ გაჩერდნენ, რაც პოლიციამ მათი დევნა შეაჩერა.
ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე გავჩერდით. თუ რამე მოთხოვნა იქნება, აუცილებლად ვეტყვით. ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვაძლევთ მანიფესტანტებს უფლებას, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციაში.” - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოისნები.
საბოლოოდ, გომელაურის უწყების თანამშრომლებმა უკან დაიხიეს და პოლიციამ მელიქიშვილის გამზირი დატოვა.
ყველაფერი დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო, როცა გომელაურის უწყების მაღალჩინოსნებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.
ოპოზიციის ლიდერებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის I კორპუსთან შეკრებილებს შეკრებილებს მელიქიშვილის გამზირისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, პროვოკაციის საშუალება ხელისუფლებას არ უნდა მისცენ და უნდა გაუფრთხილდნენ აქციის მონაწილეებს.
არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამათთან ხელჩართულ ჩხუბში ჩავებათ, ამიტომ გადავიწევით მელიქიშვილზე. თუ მოვლენ, კიდევ გადავიწევით, დღეს დილით რაც გავაკეთეთ, იმავეს გავაკეთებთ, მოვლენ - კიდევ გავიწევით. მერე რას შვრებიან?" - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ შსს-ს მიერ მიცემულ 15-წუთიან ვადასთან დაკავშირებით.