ზურაბ ჯაფარიძე: ხუთასმა კაცმა ორი ღამე არ დააძინა მთელი პოლიცია

20.11.24 07:11
ზურაბ ჯაფარიძე: ხუთასმა კაცმა ორი ღამე არ დააძინა მთელი პოლიცია

 

 

მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავები გაიყვანეს -  როგორც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ "ტვ პირველს" უთხრა, ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩანაფიქრი აუყირავა. 

დავინახეთ, რომ გდდ-ის ხალხი ნაფარეულის ქუჩიდან რომ ავიდნენ და მივხვდით, რომ საიდანღაც რაღაც ალყის დარტყმას აპირებდნენ. მივხვდით, რომ კეკელიძისკენ აპირებდნენ გამოსვლას და წინასწარ გადმოვიწიეთ მელიქიშვილზე, შესაბამისად, თავიდან ავიცილეთ ყოველგვარი დაპირისპირება ნიღბიან, უცნობ კუნთიანებთან. 

აქ მთავარი ამბავი რა არის, ახლა აქ ალბათ 500 კაცი ვართ, და ხუთასმა კაცმა მოახერხა რომ ორი ღამე არ უძინია მელიციას თავის გდდ-იანად და როცა ვიძახი, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს, ამას ვგულისხმობ"- თქვა მან. 

მელიქიშვილის გამზირიდან სამართალდამცავები გაიყვანეს, ფაქტს აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.

მანამდე პოლიციელებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისგან თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.