უკრაინელების ბედი ევროკავშირის ბედს განსაზღვრავს - ბორელი

20.11.24 10:40
უკრაინელების ბედი ევროკავშირის ბედს განსაზღვრავს - ბორელი

„უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს“ - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენელი უკრაინაში პუტინის ომის მეათასე დღეს.  ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ  ვლადიმერ პუტინი უკრაინაში წარმატების მიღწევა შეძლებს, მთელს ცივილიზებულ სამყაროს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.

განცხადება ევროკომისარმა ბორელმა ბრისუელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

უკრაინის წინააღმდეგ ომი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. უკრაინელების ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს. ამას განიხილავდნენ დღეს წევრები და აბსოლუტური უმრავლესობით, მათ ჩათვალეს, რომ ეს ზუსტად [ასეა]. უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს. თუ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ჩვენ ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება, რომლის გადაცემაც შეგვიძლია დღეს, - განაცხადა ბორელმა.