აქციაზე დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან - ადვოკატები პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ

20.11.24 11:35
აქციაზე დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან - ადვოკატები პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ

სამოქალაქო აქტივისტები განაჩენის მოლოდინში - გუშინ აქციაზე დაკავებული 13 პირი ისევ წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

უფლებადამცველების თქმით, უმეტესობა ნაცემია, სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ გომელაურის უწყება 48 საათიანი ვადის გამოყენებას ბოლომდე აპირებს იმისთვის, რომ ნაცემი აქტივისტები სასამართლოში არ მიიყვანონ და დაზინებები ხილული არ გამოჩნდეს. 

ალექსანდრე ქავთარაძე, როდესაც ჩასვევს მანქანაში, მას მიუახლოვდა სამართალდამრღვევი კრიმინალი პოლიციელი და უთხრა სიტყვები -,,შენ ნაბიჭვარო'', დედის მიმართულებით აგინებდა და ხელი ჩაარტყა სახის მიმართულებით - ამბობს ადვოკატი.

,,სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ იყენებს მანკიერ პრაქტიკას და დაკავებულებს ტოვებს 48 საათი, მაგრამ მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ეს ადამიანები, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რადგან მე კიდევ ერთხელ განვეორდები, ის ნიღბიანი პოლიცელები არ არიან სამართალდამცავები. ეს პოლოციელები არიან სამართალდამრღვევები. დაზიანებები აღენიშნებოდათ სახის არეში, როდესაც ამ კრიმინალმა პოლოციელებმა იძალადეს ფიზიკურად, მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ ალექსანდრე ქავთარაძე, როდესაც ჩასვევს მანქანაში, მას მიუახლოვდა სამართალდამრღვევი კრიმინალი პოლიციელი და უთხრა სიტყვები - ბოდიში საზოგადოებასთან ,,შენ ნაბიჭვარო'', დედის მიმართულებით აგინებდა და ხელი ჩაარტყა სახის მიმართულებით. დაკავებულს ახსოვს და როდესაც გამოვა საზოგადოებას თავად განუმარტავს, რადგან ამ პოლიციელს ნიღაბი არ ეკეთა და იყო 50 წლამდე მამაკაცი''-  ამბობს ადვოკატი. ლაშა ტყეშელაძე.

სავარაუდო მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ კი კოკა კაციტაძის უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმა ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ფორმალურია პროცესია, რადგან პოლიციელების დასჯას საგამოძიებო ვერც ამჯერად გაბედავს.

ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყების გამომძიებლები დაკავებულებს დღეს მოინახულებენ და სწორედ მათგან მოისმენენ ვინ იყვნენ ის სამართალდამცველები, რომლებმაც მათზე დაკავებისას სავარაუდო ძალადობა განახორციელეს.

,,დამიკავშირდა გამომძიებელი და დღეს უკვე ვგეგმავთ დაზარელებული პირების გამოკითხვას. მთელი დღე თვალს ვადევნებდით, თმებით თრევა როგორ ხდებოდა დაკავებული პირების, ძირს დადგება და ცემა როგორ ხდებოდა  და მე ვფიქრობ, რომ შეილება დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სამართალდამცავების გამოვლენა და მათი დასჯა მოხდება აუცილებელია, რომ სამართებლივად გავიარო ყველა ის ეტაპი, რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული''- ამბობს ნესტან ლონდარიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათგან სამი, ორი ქალი და ერთი, "მთავარი არხის" ოპერატორი იმავე დღეს, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.