"სახელმწიფო და დაუმორჩილებლობა" - თსუ-ში დღეს სტუდენტები საჯარო ლექციას გამართავენ
"სახელმწიფო და დაუმორჩილებლობა" - თსუ-ში დღეს საჯარო ლექცია გაიმართება. ახალგაზრდები ლექციაზე ეპატიჟებიან ყველას, ვისაც მიტაცებული არჩევნების ბედი აღელვებს.
სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ ჯაბა სამუშიამ და ყველამ, ვინც საპროტესტო აქციაზე დგომას დუმილი არჩია და უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა, მათ თანამდებობები უნდა დატოვონ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია სასწავლებლის ძალოვანების ბაზად გადაქცევა, ამიტომ მიიჩნევენ, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ჯაბა სამუშია უნდა გადადგეს და საერთოდ, უნდა გაიწმინდოს თსუ რეჟიმისთვის მორჩილ მედროვე ადამიანებისგან. ესაა მთავარი მიზანი. სასწავლო პროცესის დროებით შეჩერება, ბოიკოტი, დაუმორჩლებლობა და სანამ მიზანს არ მივაღწევთ, არ დავიშლებით, - ამბობს თუს- სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.
გადადგეს ჯაბა სამუშია, რომელმაც დაუშვა, რომ გუშინ შემოსულიყო თსუ-ს ეზოში გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც მერე დაარბიეს აქციის მონაწილეები და სცემეს თსუ-ს სტუდენტები. ასევე, ჯაბა სამუშიას ველოდებით, ვნახოთ თუ შეგვხვდება, საჯაროდ თუ დეგვალაპარაკება. ჩვენ ბევრი აქტივობა შეგვიძლია ჩავატაროთ, მათ შორის, ლექციებს ჩვენითაც ჩავატარებთ, ლექტორებიც დაგვეხმარებიან, ვიმეცადინებთ, ვისწავლით და ა.შ. ვაგრძელებთ დაუმორჩილებლობას, - ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი.
ლექცია 023 აუდიტორიაში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება.