ცესკო: არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დავუმზადეთ

20.11.24 14:25
ცესკო: არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დავუმზადეთ

ცესკო იტყობინება, რომ არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნატქვამი.

კალანდარიშვილის უწყების ცნობით, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს დაუკავშირდებიან და პარლამენტის პირველ სხდომამდე აღნიშნულ ბარათებს გადასცემენ. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა კოალიციურმა გაერთიანებებმა "კოალიცია ცვლილებისთვის, "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძლიერმა საქართველომ" სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს და ამ მიზნით ცესკოს მიმართეს, არ დაემზადებინათ მათთვის დროებითი მოწმობები.