წარუდგენენ თუ არა ბრალს გომელაურის უწყების თანამშრომლებს? - "მთავარი არხის" ოპერატორი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს

20.11.24 15:32
წარუდგენენ თუ არა ბრალს გომელაურის უწყების თანამშრომლებს? - "მთავარი არხის" ოპერატორი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს

წარუდგენს თუ არა პროკურატურა ბრალს გომელაურის უწყების თანამშრომლებს? - სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ ახლა ვიდეო კადრების გარდა გამოძიებას  პირდაპირი ჩვენებები აქვს. ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს  მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე პასუხობს, ტელე-ოპერატორი, რომლის თქმითაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯგუფურად სასმახურებირვი მოვალების შერულების დროს  იძალადეს. 

,,ვიღებდი დაკავებულს და მაგ დრო მოგვივიდა რაღაც. დამარტყეს რა. ექვსამდე იქნებოდნენ სადღაც და მერე ბევრი ჩაერთო. თვალი მაქვს ჩაწითლებული და შუბლის არეშიც მქონდა კოპი.'' - ამბობს სერგი ბარამიძე. 

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ადვოკატიც, თუმცა უფლებამდაცლვებს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს. 

,,სერგი ბარამიძეს მიმართ ჩადენილია არაერთი დანაშაული, ეს არის არაადამიანური მოპყრობა, ასევე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელ შეშლა და საგამოძიებო სამსახურში მოვედით იმ მიზნით რომ სერგი ბარამიძემ მისცეს ჩვენება. ასევე გვაქვს ვიდეო კადრებიც, რომელიც ადასტურებს ამ დანაშაულების ჩადენას და საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიდენტიფიცირდეს ყველა ის პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ ფაქტებში. საწუხაროდ ამ დრომდე მსგავსს საკითხებზე გამოძიებები დევს თაროზე. არცერთ პოლიციელს ან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრს ამ დრომდე პასუხი არ უგია.''- ამბობს ადვოკატი. 

აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, სწორედ მათ შორის იყო სერგი ბარამიძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე პოლიცამ მაშინ დააკავა, როდესაც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

წინასწარი მოთავსების იზოლატორებში, ამ დროისთვის 13 დაკავებული რჩება. ადვოკატების თქმით, ისინი ნაცემები არიან და დაზიანებები აღენიშნებათ.