"ცენზურა ლიტერატურაში ტოტალიტარული რეჟიმების დროს" - საჯარო ლექცია ილიაუნის კორპუსთან

20.11.24 15:26
"ცენზურა ლიტერატურაში ტოტალიტარული რეჟიმების დროს" - საჯარო ლექცია ილიაუნის კორპუსთან

"ცენზურა ლიტერატურაში ტოტალიტარული რეჟიმების დროს" - საჯარო ლექცია ილიას სახელმიფო უნივერიტეტის ა კორპუსთან. 

ამ წუთებში, ამ თემებზე საჯარო ლექციას ანა კორძაია სამადაშვილი კითხულობს. შეკრებელილები ამ ფრომით ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ "ოცნება" ტოტალიტალურ რეჟიმად იქცა".

 გულწრფელად რომ გითხრათ, ქუჩაში ლექციის ჩატარება აზრად არ მომივიდოდა არასდროს და როდესაც ჩემმა არაჩვეულებრივმა სტუდენტებმა დამირეკეს, ვიყავი ძალიან გახარებული, რადგან ეს პატივი მხვდა წილად. ძალიან უჩვეულო შეგრძნებაა, როდესაც გამოდიხარ  გარეთ და შენი ქალაქის თვალწინ კითხულობ იმას, რაც ჩვეულებრივ ძალიან ინტიმურ გარემოში, თუნდაც 120 სტუდენტის თანდასწრებით აუდიტორიაში ხდება, უბრალოდ ცოტა სხვა დროა,  არეული დროა, ზუსტად ის დროა, რომლის შესახებაც საუკუნეების განმავლობაში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლიტერატურა ყვებოდა. მე ვკითხულობ ლიტერატურას, ამის მეტი არაფერი ვიცი, ამიტომ ვიფიქრე, რომ თემა უნდა იყოს ისეთი, რაც აინტერესებს ჩემ სტუდენტებს". - ამბობს ლექტორი.