არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება
არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება - ამჯერად, მოწმის სტატუსით, საგამოძიებო უწყებაში კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ლიდერები დაიბარეს.
ოპოზიციონერები ამ წუთებში ჩვენებას გორის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევენ.
დამიკავშირდა პროკურატურა და არჩევნების გამოძიების ფარგლებში გვთხოვა ჩვენების მიცემა. ჩვენ რა თქმა უნდა, არავითარი ნდობა პროკურატურის მიმართ არ გვაქვს და შესაბამისად, გამოკითხვა მოვითხოვეთ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გადავეცით - ამომრჩეველზე ზეწოლის, მათი მოსყიდვის, დაშინების და ტექნოლოგიური მანიპულაციების შესახებ", - ამბობს ანი ბალიაშვილი.
გორში რაც ხდებოდა 26 ოქტომბერს, ეს იყო კატასტროფული რამ. იძულება, შანტაჟი, დაშინება, მოძველბიჭო ელემენტები და პოლიციელები ერთად იდგნენ "ქართული ოცნების" სამსახურში. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ გამოძიებას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი დოკუმენტაცია, თუ როგორ ყალბდებოდა არჩევნები, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურა რამეს გაკეთებს, ნამდვილად არ გვაქვს, რადგან რეალურად დღეს "ქართულ ოცნებასა" და ბიძინას ჯიბეზეა ჩამოკიდებული სასამართლოს კლანი", - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.