პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გეგმა - პრეზიდენტი ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა.
სალომე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და დასავლელ პარტნიორებს არ უცნიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა.
ამასთან, ქვეყნის მთავარსარდალმა შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა სტუმარს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მისი გეგმის შესახებ ესაუბრა, რომელიც საერთაშორისო პატრნიორების მხარდაჭერის მობილიზებას და გაძლიერებას გულისხმობს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნისათვის ევროპული გზის უალტერნატივობასა და ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მისწრაფებას." ნათქვამია ინფორმაციაში.