ქვეყანაში სტუდენტური პროტესტის ახალი ტალღა აგორდა - სახელმწიფო უნივერსიტეტი ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანეს
სახელმწიფო უნივერსიტეტი ყაზარმულ რეჟიმზე - შენობაში ხალხს შერჩევით უშვებენ. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც შენობაში სტუდენტების პროტესტი დაიწყო. თავად რექტორი კი ძებნაშია. ჯაბა სამუშიამ ჯერ სურვილი გამოთქვა სტუდენტებს შეხვედროდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. ახლა უკვე სტუდენტები ამბობენ უარს მასთან შეხვედრაზე - ერთადერთი მოთხოვნა რექტორის გადადგომაა.
მას შემდეგ რაც საჯარო სივრცეში გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ქვეყნის ისტორიული უმაღლესი სასწავლებელი ხარებას სპეცრაზმის ბაზად აქცია, სტუდენტებმა სასწავლებელში პროტესტის და სამოქალაქო წინააღმდეგობის კიდევ ერთი ცენტრი შექმნეს.
სტუდენტებთან ერთად პროტესტს უერთდებიან პროფესორ მასწავლებლებიც. საგანგებო განცხადებას 400-მდე ლექტორი და დოქტორანტი აწერს ხელს.