ახალგაზრდებმა საქართველოს მესამე ღამე გაუთენეს - რა ხდებოდა ქვეყნის მთავარ გამზირზე

20.11.24 20:44
ახალგაზრდებმა საქართველოს მესამე ღამე გაუთენეს - რა ხდებოდა ქვეყნის მთავარ გამზირზე

სიმღერით და ბრძოლის შემართებით, გაუთენეს საქართველოს მესამე ღამე, ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდებმა.  არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ  ქუჩაში გამოსულ ხალხის დასაშლელად ქართლმა ოცნებამ ისევ პოლიციელების რაზმის გააგზავნა, ნიღბიანების პირისპირ სტუდენტები, მელიქიშვილის ქუჩაზე დასხდნენ და პოლიციის მუქარას სიმღერით პასუხობდნენ. 

ქართულ ოცნებას ნერვებმა დღეს გამთენიისას უმტყუნა. დილის ხუთ საათზე საპატრულო პოლიცია და ნიღბიანების ჯგუფი საპროტესტო კარვების უბანს მიადგა. 

პოლიციის რაზმმა ჭავჭავაძის გამზირი დაიკავა და მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. 

"იქამდე არ დავმარცხდებით, სანამ ერთი ადამიანი მაინც იდგება აქ" - ეს არის უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების მთავარი გზავნილი, რომლებმაც 26 ოქტომბრის შემდეგ სააუდიტორიო სწავლებაზე უარი თქვეს და საკუთარი მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. პროტესტის მონაწილეები თანატოლებს გვერდში დგომას სთხოვენ, რადგან აქციების მასშტაბურობა და პროტესტში ახალგაზრდების სიმრავლე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

უწყვეტი პროტესტი თბილისში - ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი