ძალადობაში მხილებული პოლიციელები ამ დრომდე ხელშეუხებლები რჩებიან

20.11.24 20:13
ძალადობაში მხილებული პოლიციელები  ამ დრომდე ხელშეუხებლები რჩებიან

ძალადობაში მხილებული პოლიციელები  ამ დრომდე ხელშეუხებლები რჩებიან - გამოძიება დაწყებულია, იდენტიფიცირებულია გომელაურის  დანაყოფის ყველა ის წევრი, რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდა.  ვიდეო კადრები და დაზარალებულების ჩვენებები ახლა  სპეციალურ საგამოძიებო უწყებაშია, მაგრამ არცერთი მოძალადე ამ დრომდე დასჯილი არ არის. 

ჩვენება გამომძიებლებს მისცა "მთავარი არხის" ოპერატორმაც, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელები ჯგუფურად   გაუსწორდნენ.  პარალელურად იზოლატორებში რჩებიან დარბეული და სასტიკად ნაცემი აქტივისტები. ფიზიკური ანგარიშსწორების ყველა ფაქტი კამერებით არის გადაღებული, კადრებით კი მოძალადეთა რაზმის  ვინაობის დადგენა თავისუფლად არის შესაძლებელი.

ნაცემი აქტივისტების იზოლატორში - ანა მდივანი დეტალებით