პრეზიდენტის საკონსტიტუციოს სარჩელი სასამართლოში დარეგისტრირდა - კოლეგია მის განხილვას პარლამენტის პირველ სხდომამდე აპირებს?
მოსამართლე ვასილ როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გეგმა ფაქტობრივად დაადასტურა. მოსამართლეთა კოლეგია პრეზიდენტის სარჩელის განხილვას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს. დრო პლენუმს 1 თვე აქვს, თუმცა სავარაუდოდ მხოლოდ რამდენიმე დღეს გამოიყენებს და პარლამენტის პირველ სხდომამდე ანუ 25 ნოემბრამდე გადაწყვეტილებასაც მიიღებს - იყო თუ არა არჩევნები კონსტიტუციური. სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი უფლებრივ დარღვევებზე დავობს და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა.
პრეზიდენტის სარჩელს პლენუმი ანუ მოსამართლეთა სრული შემადგენლობა განიხილავს. ვასილ როინიშვილი მომხსენებელია, ანუ საბოლოო დასკვნა სწორედ მან უნდა დაწეროს. ეს მოსარჩელე მხარეს უფრო უმყარებს განცდას, რაც მანამდეც ჰქონდა. რომ გადაწყვეტილება არ იქნება პოლიტიკური ინტერესისგან დაცული.