პარლამენტის პირველ სხდომაზე "ქართული ოცნება" დარბაზის შევსებას ძალის გამოყენებით ცდილობს
პარლამენტის პირველ სხდომაზე "ქართული ოცნება" დარბაზის შევსებას ძალის გამოყენებით ცდილობს. დეპუტატის სტატუსს ანიჭებენ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ ამბობენ, რომ ეს სტატუსი არ სჭირდებათ. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ სპეცოპერაციაში მაშველ რგოლად ცენტრალური საარჩევნო კომისია მოევლინა, რომელმაც ოპოზიციის წერილობითი მიმართვის მიუხედავად, დრეს მაინც დაამზადა მათთვის პარლამენტის წევრობის დროებითი მოწმობები.
მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია ოპოზიციასთან რეკავს. ეუბნებიან, რომ ცესკოში მოწმობების წასაღებად უნდა მივიდნენ, თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს გიორგი კალანდარიშვილის უწყებაში მისვლას და არალეგიტიმური არჩევნების მორიგ პროცედურაში მონაწილეობის მიღებას.
ცესკოში პარლამენტის წევრობის მოწმობების ასაღებად, მხოლოდ "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი მივა. პირველ სხდომაზეც დარბაზში მხოლოდ ივანიშვილის დეპუტატები ისხდებიან და და ოპოზიციის საპარლამენტო უფლებამოსილებას, მათი თანხმობის და ნების საწინააღმდეგოდ განახორციელებენ.