შტატები ოცნებას პოლიტიკურ სიურპრიზებს უმზადებს - რა შეიძლება იყოს ვაშინგტონის საპასუხო გეგმა?
მომიტინგეების უკანონო დაკავებების შემდეგ, შეერთებული შტატები "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, რომ ივანიშვილის გუნდი პოლიტიკურ ნაბიჯებს უნდა ელოდოს.
განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით მეთიუ მილერმა გაკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თეთრი სახლი საქართველოში განვითარებული პროცესებით შეშფოთებულია, ამიტომ შტატები ურთიერთობების გადაფასებას აგრძელებს.
სანქციებს განიხილავენ ევროკავშირის ქვეყნებშიც. თბილისის აქციები კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. გავლენიანი გამოცემები წერენ თუ როგორ უსწორდება რეჟიმი თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს.