დაკავებული აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე საქალაქომ 2 700 ლარით დააჯარიმა
19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი, ირკალი ანდღულაძე თბილისის საქალაქო სასმართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 2-ის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 19 ნოემბერს საპროტესტო აქციის 16 მონაწილე დააკავეს. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.