"ევროკავშირში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თანხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს" - ბოკუჩავა

20.11.24 22:35
"ევროკავშირში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თანხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს" - ბოკუჩავა

"ევროკავშირში მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს თანხების რესტრუქტურიზაცია" - ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, "მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მაღალი დონის შეხვედრები ''ქართულ ოცნებასთან'' არ ჩატარდეს".

ახლა გაყინულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვის ხელისუფლების მიერ მიტაცებული არჩევნების გამო. პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს თანხების რესტრუქტურიზაცია. ანუ, სახელმწიფო უწყებების მიერ აღარ მოხდეს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება და ამის გადანაწილება მოხდეს კრიტიკულ მედიასა, თუ სამოქალაქო სექტორზე. ასევე არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი დონის შეხვედრები "ქართული ოცნების" წევრებთან არ ტარდება", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ''ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდა.

ასევე ნახეთ ევროკავშირში გაკეტებული განცხადებები: