"არ ვაპირებთ დავაანონსოთ, რას ვიზამთ" - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" სიურპრიზებს უანონსებს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბში გამართულ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრიდან გამოსულმა ელენე ხოშტარიამ მედიასთან იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლების ოპონენტებმა დახურულ კარს მიღმა განიხილეს.
აუდიენციის დასრულების შემდეგ, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ საუბარი ქუჩიდან ბრძოლას, არჩევნების შედეგების საერთაშორისო დონეზე არაღიარების პროცესსა და პარლამენტში არ შესვლას დაეთმო.
"ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის, რას ვიზამთ" - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე, რაც არის, პირველი, პარლამენტში არ შესვლა. მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და პარტნიორებთან. მესამე, ეს არის ქუჩა და ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის, რას ვიზამთ. ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის. ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელოდა და პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა მიმართულებით", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერები ''ძლიერი საქართველოს'' ოფისში ერთმანეთს 3-საათზე დიდხანს ხვდებოდნენ.