პოლიციამ ხელზე მიკბინა - აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

21.11.24 11:00
პოლიციამ ხელზე მიკბინა - აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

 

 

ნაკბენები ტანზე და  დაზიანებების კვალი სახეზე - 48 საათიანი პატიმრობა დასრულებულია. 19 მოემბრის აქციაზე დაკავებული აქტივისტები, ზაჰესის იზოლატორიდან დილით ადრე გამოუშვეს.

რვავე მათგანი პოლიციას განსაკუთრებულ სისასტიკეში ადანაშაულებს.

პოლიციელი ხელზე მკბენდა... მოძალადე პოლიციელის იდენთიფიცირება ვიდეოში მარტივად არის შესაძლებელი. ამ საქმეს სტრასბურგამდე აუცილებლად მივიტან"- ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე.

აქტივისტები ჰყვებიან, რომ დაზიანებების გარდა, პოლიცია მათ შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდნენ.

ბევრი მირტყეს, თმებითაც მითრიეს, გამყოფილებაში გადაყვანის შემდეგ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, აქ ერტი კონკრეტული ადამიანი აქტიურობდა"- იხსენებს  საბა სხვიტარიძე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ შეუძლიათ ამოიცნონ გომელაურის უწყების ყველა თანამშრომელი,   ვინც უფლება-მოსილების გადაამეტა.

შუბლზე მაქვს დაზიანება, ასევე მანქანაში მეჭიდავებოდნენ, უნდოდათ ტელეფონის წართმევა, რაც უკანონოა. 48 საათი განყოფილებაში იმიტომ გაგვაჩერეს, ფიქრობდნენ, რომ დაზიანებების კვალი გაივლიდა"- თქვა კიდევ ერთმა დაკავებულმა. 

19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე, სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.

გამოძიება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ 173-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.