გადადგეს რექტორი - თსუ-ში სტუდენტური პროტესტი გრძელდება
სტუდენტური პროტესტი გრძელდება - ახალგაზრდებმა უკვე მეორე ღამე გაათენეს თსუ-ის პირველ კორპუსში. არჩევნებზე ხმების მოპარვის გარდა, სტუდენტები ახლა რექტორის დუმილსაც აპროტესტებენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვოს. სტუდენტებს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ სამუშიამ აუნთო მწვანე შუქი სპეცრაზმელებისთვის უნივერსიტეტის თავშესაფრად გადაქცევას.
სტუდენტები აპირებენ, რომ ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნით ხელწერილი შეუგზავნონ.
ახალგაზრდები უარს აცხადებენ რექტორის მიერ გამოგზავნილი საკვებისა და პლედების მიღებაზე და თვლიან, რომ ჯაბა სამუშია მათ მოქრთამვას ვერ შეძლებს.
შეგხვდეს მედიის წინაშე და არა დახურულ კარს მიღმა, რასაც თვითონ გვთავაზობს. მობრძანდეს და გაგვცეს პასუხი: სივრცეში, სადაც განათლების ადგილია, რატომ შემოიყვანეს სპეცრაზმი. ეს მისი პასუხისმგებელია"- განაცხადა სტუდენტმა.