პრეზიდენტი სახელმწიფო სააგენტოებსა და კომისიებზე: „რითი ამაყობენ, არცერთი არ იცავს მოქალაქის უფლებებს“

21.11.24 12:12
 პრეზიდენტი სახელმწიფო სააგენტოებსა და კომისიებზე: „რითი ამაყობენ, არცერთი არ იცავს მოქალაქის უფლებებს“

ყველა ის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებები უნდა დაიცვას, აღარ არის დამოუკიდებელი, რაც დემოკრატიის უკუსვლის უტყუარი ნიშანია - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.

„აქ ჩამოწერილი სააგენტო/ კომისიები არცერთი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, არცერთი რომ არ იცავს მოქალაქეების უფლებებს, სამწუხარო და უტყუარი ნიშანია დემოკრატიის უკუსვლის… და რით ამაყობენ, რას აპიარებენ!!!,“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ნიუსი გაზიარა. 

კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ComCom-ის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე ComCom-ის პროექტები შეაჯამა.

„კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ იმართება“.- ვკითხულობთ ინფორმაციაში.