პრეზიდენტი კაია კალასს და მარტა კოსს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს - ზურაბიშვილმა ბორელს მადლობა გადაუხადა

21.11.24 12:27
პრეზიდენტი კაია კალასს და მარტა კოსს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს - ზურაბიშვილმა ბორელს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა  კაია კალასს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა. 

"გმადლობთ, თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ.

გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალის, საქართველოს ძვირფასი მეგობრისა და ევროკავშირის გზაზე ჩვენი მხარდამჭერის ნახვა ევროპული საგარეო მოქმედების სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლად.

ვულოცავ კაია კალასს ახალი პერსპექტივებისა და ძლიერი ხელმძღვანელობის შემოტანას კომპლექსურ ლანდშაფტში ნავიგაციისთვის," - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების კომისრად დანიშვნა მიულოცა მართა კოსს. მისი თქმით ახლა გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ქართველები ევროპული ხმის დასაცავად იბრძვიან.

"ვულოცავ მართა კოსს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების კომისრად დანიშვნას! გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული ხმის დასაცავად.

წარმატებებს ვუსურვებ მას ინტეგრაციის წინსვლაში. დარწმუნებული ვარ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მალე გაერთიანდებიან ევროკავშირის ოჯახის ქვეშ," - წერს ზურაბიშვილი.