რკინის ჯებირების საქმის განხილვა ისევ გადაიდო - ოჯახი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს

21.11.24 13:00
რკინის ჯებირების საქმის განხილვა ისევ გადაიდო - ოჯახი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს

რკინის ჯებირების საქმის განხილვა ისევ გადაიდო. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული მომიტინგეების პროცესიის დღეს, ოთხ საათზე იყო ჩანიშნული.

 ამ პროცესის პარალელურად კი აქტივისტები საპროტესტოო აქციისთვის ემზადებოდნენ. თუმცა მოსამართლემ გაურკვეველი მიზეზით, სხდომა ხვალ ოთხი საათისთვის ჩანიშნა.

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის ნათესავებს რჩებათ განცდა, რომ სასამართლო ხელისუფლების დავალებით მოქმედებს, რათა საქმეზე გაიწელოს და პრეზიდენტმა დაკავებულთა შეწყალებაა ვეღარ მოასწროს.

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც  3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.